Porsche საჰაერო ტაქსის წარმოებას გეგმავს

გერმანული საავტომობილო კომპანია Porsche ადამიანების ტრანსპორტირებისთვის საჭირო დრონების წარმოებას განიხილავს.

ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Automobilwoche-სთან ინტერვიუში კომპანიის გაყიდვების დირექტორმა დეტლევ ფონ პლატენმა განაცხადა. მისი თქმით, ასეთი ტრანსპორტი შეამცირებდა მგზავრობის დროს მაგალითად, ცუპენჰაუზენიდან (ქალაქიდან, სადაც პორშეს სათავო ოფისი მდებარეობს) - შტუტგარტის აერპორტამდე, ამჟამად ავტომობილისთვის საჭირო 30 წუთიდან სამ-წუთნახევრამდე, საჰაერო ტაქსის შემთხვევაში.

Automobilwoche-ის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში კომპანია უკვე ამ სატრანსპორტო საშუალების ესკიზებს წარმოადგენს.

საუბარი შეიძლება მიდიოდეს დრონებზე, რომელსაც ადამიანები მართავენ. „პორშეს“ ავტომობილებს მართავენ ადამიანები. იგივე შეიძლება იყოს დრონის შემთხვევაშიც, თუმცა მართვის მოწმობის ლიცენზიის გარეშე, ვინაიდან ავტომობილს ძალიან ბევრის გაკეთება დამოუკიდებლად შეეძლება“, - განაცხადა კონცერნის ტოპ-მენეჯერმა. მან ასევე არ გამორიცხა საჰაერო ტაქსის გამოყენება მჭიდროდ დასახლებულ რაიონებშიც.

კოკა კვირკველია