საავტომობილო ექსპერტებმა შვედური წარმოების კროსოვერი Volvo XC40 ევროპული ყოველწლიური კონკურსის Car of the Year გამარჯვებულად დაასახელეს.
როგორც თავად კომპანიაში იუწყებიან, კონკურსის შედეგები ჩვეულებრივ, ცნობილი ხდება ჟენევის ავტოშოუს გახსნამდე ერთი დღით ადრე. „ჟენევის ავტოშოუ“ კი დღეს, 6 მარტს იხსნება. წლის ავტომობილის ტიტულისთვის წელს რამდენიმე ავტომობილი იბრძოდა, მათ შორის იყვნენ Alfa Romeo Stelvio, Audi A8, BMW 5-სერია, Citroen C3 Aircross, Kia Stinger და Seat Ibiza.
კონკურსი Car of the Year 50 წელია რაც ტარდება. პირველად ევროპელმა ჟურნალისტებმა ევროპის წლის ავტომობილი 1964 წელს დაასახელეს. ჟიურის შემადგენლობაში ევროპის 23 ქვეყნის 60 საავტომობილო ჟურნალისტი შედის.
კოკა კვირკველია