ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2017 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21,5%-ით გაიზარდა და 21,1 მილიარდი ლარი შეადგინა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2017 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 10,5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს 19,5%-ით აღემატება.
ამასთან, ოფიციალური სტატისტიკით, 2017 წლის IV კვარტალში მთლიანი ბრუნვის 44,3% მსხვილ ბიზნესზე, 21,7% - საშუალოზე, ხოლო 34,0% - მცირე ბიზნესზე მოდის. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში, კერძოდ: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 38,8%, საშუალოზე - 25,3%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 35,9%.