„საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო“ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში აშშ-ში ნავთობის მოპოვების მკვეთრ ზრდას პროგნოზირებს.
როგორც Reuters-ი წერს, უკვე 2023 წლისთვის აშშ-ში ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 2,7 მილიონი ბარელით 12,1 მილიონ ბარელამდე გაიზრდება.
ეს კი აშშ-ს ნავთობის უმსხვილეს მწარმოებლად გახდის მთელს მსოფლიოში. ქვეყანაზე 2023 წლისთვის მთელი ნავთობმოპოვების 60% მოვა, რაც მის მსოფლიო ლიდერობას უზრუნველყოფს. ანალოგიური გზით ასევე მოხდება ამერიკული ნავთობის ექსპორტის ზრდა და ის დღეში 4,9 მილიონ ბარელამდე გაიზრდება.
რაც შეეხება რუსეთის ნავთობწარმოებას, ექსპერტების ვარაუდით, 2021 წლისთვის ის დღე-ღამეში 11,74 მილიონ ბარელამდე გაიზრდება, თუმცა 2023 წლისთვის 11,57 მილიონ ბარელამდე შემცირდება.
ამავე ორგანიზაციის ანალიტიკოსების ვარაუდით, 2023 წლისთვის ნავთობზე მოთხოვნა დღე-ღამეში 104,7 მილიონ ბარელამდე გაიზრდება. ამას კი ხელს შეუწყობს აზიაში ეკონომიკური განვითარება და აშშ-ში ნავთობქიმიის მიმართულების განვითარება.
ნავთობის ყველაზე მსხვილ მომხმარებლად კი ანალიტიკოსები კვლავ ჩინეთს ასახელებენ.
კოკა კვირკველია