საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 660,1 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 6,3%-ით აღემატება.
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2017 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21,5%-ით გაიზარდა და 21,1 მილიარდი ლარი შეადგინა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.
კერძოდ, 2017 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 10,5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 19,5%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს: 2017 წლის IV კვარტალში მთლიანი ბრუნვის 44,3% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 21,7% - საშუალო, ხოლო 34,0% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.
მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 38,8%, საშუალოზე - 25,3%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 35,9%.
აღსანიშნავია, რომ საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2017 წლის IV კვარტალში 15,6 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20,5%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 9,7 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20,1 %-ით მეტი).
2017 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 660,1 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 6,3%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,1% ქალია, ხოლო 59,9% - კაცი.
საქსტატის მონაცემებით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 35,7% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,4% - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41,9% - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 629,9 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 7,7%-ით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2367,5 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18,6 %-ით მეტი).
2017 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1241,5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 111,1 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 909,3 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 90,3 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1270.0 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1378.6 ლარი, მცირე ბიზნესი – 1132.7 ლარი“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
ამასთან, რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი – 64.1%, აჭარის ა.რ. – 9.2%, იმერეთი – 7.0%, ქვემო ქართლი – 5.6%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.1%.
უწყების ცნობით, 2017 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 47,3% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა - 11,2%-იანი წილით, შემდეგ მოდის მშენებლობა - 9,7%- იანი წილით, ხელოვნება, გართობა და დასვენება 9,1%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება 6,4%-იანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 3,9%-იანი წილით, ხოლო დარჩენილი 12,4% კი სხვა დარგებზე ნაწილდება: 2017 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (22,4%) და მშენებლობა (20,8%), შემდეგ მოდის ვაჭრობა (17,5%) და ტრანსპორტი და დასაწყობება - 9,2%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 30,1 პროცენტიანი წილი უჭირავს.
2017 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის
(საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 24,8%, 13,8% და 11,1%-იანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების (10,2%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8,0%), და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5,3%): დამამუშავებელი მრეწველობა 22.4%; მშენებლობა 20.8%; საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი17.5%; ტრანსპორტი და დასაწყობება 9.2%, სხვა დარგები 30.1%
რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი
თანმიმდევრობით: თბილისი – 72.2%, აჭარის ა.რ. – 7.2%, ქვემო ქართლი – 6.3%, იმერეთი – 4.5%,
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.3%.
რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ ქ. თბილისი.