ვინსენტ ვან გოგის საყვარელი ბლოკნოტის ანალოგი უკვე საქართველოში იყიდება

ყველაფერი წლების წინ მარტივი ჯიბის შავი ბლოკნოტის შექმნით დაიწყო და მალევე ისეთი ადამიანების საყვარელ ნივთად იქცა, როგორებიც იყვნენ ვინსენტ ვან გოგი, პაბლო პიკასო, ერნესტ ჰემინგუეი და ბრიუს ჩატვინი.

მარტივი დიზაინით, შავი მომრგვალებულკუთხიანი ყდით, ელასტიური ფურცლების შემკვრელით და შიდა ჯიბით - ამ პროდუქტს თითქმის მთელი საუკუნის განმავლობაში ერთი ფრანგი წიგნების ამკინძველი ამზადებდა და პარიზის საკანცელარიო მაღაზიებს ამარაგებდა.

ბლოკნოტი განსაკუთრებით უყვარდა ინგლისელ მოგზაურს, მწერალსა და ჟურნალისტს ბრიუს ჩატვინსაც, რომელმაც მას ”მოლესკინი” დაარქვა.

1980-იანი წლების შუა პერიოდში ბლოკნოტები დეფიციტში იყო, მოგვიანებით კი სრულიად გაქრა. 1997 წელს მილანელმა გამომცემელმა ლეგენდარულ ბლოკნოტებს ახალი სიცოცხლე შესძინა. მათი დამზადება მარია სებრეგონდმა დაიწყო და ბრენდს ტრადიციის გაგრძელების მიზნით ”მოლესკინი” დაარქვა. დღეს ”მოლესკინი” არის ბრენდი, რომელიც ასოცირდება იტალიურ ხარისხთან, კულტურასთან, მოგზაურობასთან, წარმოსახვასთან, პერსონალურ იდენტიფიცირებასთან როგორც რეალურ, ისე ციფრულ სამყაროში. სიტყვას არ აქვს ოფიციალური გამოთქმა. ამიტომ თუ დაიბენით და არ იცით, როგორ წაიკითხოთ სიტყვა Moleskine, თქვენ ერთადერთი არ ხართ. როგორც მისი მწარმოებლები აღნიშნავენ, ეს არის ბრენდი, რომელსაც ნაციონალური ინდეტიფიცირება არ გააჩნია და ამიტომ არ არსებობს მისი ოფიციალური გამოთქმაც.

bpn

საინტერესოა, რომ მოლესკინის თითოეულ ბლოკნოტს თავისი პირადი ნომერი აქვს. მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ ეს ხარისხის კონტროლის მიზნით ხდება. თუ მფლობელი აღმოაჩენს, რომ მის ბლოკნოტს პრობლემა აქვს, პირადი ნომრით ადვილად გასარკვევი იქნება, თუ კონკრეტულად რომელი ბლოკნოტია ის.

2016 წლის მონაცემებით მოლესკინს 22 000-ზე მეტი მაღაზია აქვს 95 ქვეყნის მასშტაბით.

მოლესკინის პროდუქციას შეხვდებით ისეთ ფილმებში, როგორიცაა, ”ეშმაკი ატარებს პრადას”, ”ამელია”, ”მოტოციკლეტის დღიურები” და სხვა.

”მოლესკინის” პროდუქციის შეძენა საქართველოშიცაა შესაძლებელი. ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია წიგნების მაღაზიათა ქსელი ”ბიბლუსი”, რომელიც გთავაზობთ მოლესკინის პრემიუმ კლასის პროდუქციას Luxury Gifts-ის ხაზის ფარგლებში, რომელიც აერთიანებს საუკეთესო სასაჩუქრე ნივთებს თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია „ბიბლუსის“ შემდეგ ფილიალებში: თბილისი, „ბიბლუსი გალერეა“ ჭავჭავაძის #7, კანდელაკის #7, ასევე ვაჟა-ფშაველას #47, თბილისი მოლი და თბილისის საერთაშორისო აეროპორტი; ბათუმი „ბიბლუსი გალერეა“ მემედ აბაშიძის #52.