ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიოში კვლავ მეორეა, აშშ კი ისევ პირველი

2017 წლის მონაცემებით, ჩინეთი მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა ეკონომიკის ზრდის მიხედვით.

„მსოფლიოს ლიდერი ეკონომიკების მქონე ქვეყნების რეიტინგში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა კვლავ მეორე პოზიციაზეა 12,2 ტრილიონი დოლარის მშპ-ს ოდენობით და ის მთელი 7 ტრილიონით ჩამორჩება ლიდერ ამერიკას. თუმცა ასევე 7 ტრილიონით აღემატება მესამე პოზიციაზე მყოფ იაპონიას. ჩვენ განვაგრძობთ მეორე ადგილზე ყოფნას მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებს შორის, რაც ადვილი ნამდვილად არ არის“, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რეფორმების განვითარების სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა ხე ლიფენმა.

მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ გასული წლის განმავლობაში ქვეყნის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 900 დოლარით გაიზარდა, მაშინ როცა რეფორმების დაწყებისას მათი ამოცანა იყო 2000 წლისთვის მშპ ერთ სულ მოსახლეზე გამხდარიყო 800 დოლარი.

ხე ლიფენის განცხადებითვე, უკვე 2018 წელს ჩინეთის ეკონომიკური ზრდის 60%-ს განაპირობებს სამომხმარებლო ბაზარი.

კოკა კვირკველია