გრანტის ფარგლებში თბილისში ახალი სამარშრუტო სქემა და ინტეგრირებული გადახდისემუშავდება, - ამის შესახებ ითქვა დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა გრანტზე თანხმობის მიცემის შესახებ მერიის განკარგულების პროექტი განიხილეს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება. გრანტი EBRD–თან გასულ წელს ავტობუსების შეძენის დროს გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში გამოიყო. გრანტის თანხა 490 000 ევროს შეადგენს. კონტრაქტი ითვალისწინებს, რომ ბიუჯეტიდან გამოიყოს თანადაფინანსება 30 000 ევროს ფარგლებში.
აღნიშნული თანხით დედაქალაქისთვის ახალი სამარშრუტო სქემა და ინტეგრირებული გადახდის სისტემა შემუშავდება, რომელიც იმოქმედებს როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში.