კომპანია Mercedes-Benz-მა ჟენევაში მიმდინარე ავტოშოუზე მისი სპორტული დივიზიის AMG-ის ახალი სერიული მოდელი GT 4 Coupé წარმოადგინა.
აღნიშნული მოდელის კონცეპტუალური ვერსია კი კომპანიამ ასევე ჟენევის ავტოშოუზე გასულ წელს გვიჩვენა.
ამ სპორტული ოთხკარიანი კუპეს ტოპ-ვერსია - GT63 S 4Matic+ აღჭურვილია 630 ცხენისძალიანი, ორმაგად ტურბირებული 4-ლიტრიანი V8 ბენზინის ძრავით, რომელსაც 100კმ.სთ სიჩქარის განვითარება 3,2 წამში შეუძლია. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 315 კმ/სთ-ია.
ავტომობილი კონკურენციას გაუწევს ისეთ ცნობილ მოდელს როგორიცაა Porsche Panamera და მისი გაყიდვები რამდენიმე თვეში დაიწყება, ხოლო ფასი 120 ათასი დოლარიდან დაიწყება.
GT 4 Coupe - ეს არის ოთხკარიანი კუპე, რომელიც მექანიკურად Mercedes CLS-ის მსგავსია და ეს ასეცაა, ის აწყობილია კომპანიის ახალ MRA პლატფორმაზე, რომელიც მოირგო სწორედ ახალი თაობის CLS და E-Class-ის მოდელებმა, თუმცა მისი უნიკალურობა რამდენიმე კომპონენტშია, მათ შორის, ეს რა თქმა უნდა, არის ძრავი.
ბაზარზე ავტომობილი წარმოდგენილი იქნება ორ ვარიანტად: ერთი - 3-ლიტრიანი და 6 ცილინდრიანი ჰიბრიდული ძრავით და მას GT53 4Matic+ ეწოდება, მეორე კი ორ ვერსიად გამოვა GT63 4Matic+ და GT63 S 4Matic+ იქნება.
კოკა კვირკველია