ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სამშენებელო უსაფრთხოების იგნორირების თუ დარღვევით მიმდინარე პროექტებზე გაფრთხილება 500 ობიექტს აქვს მიცემული.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ამ 500 ობიექტიდან უკვე დაჯარიმებულია 272 სამშენებლო ობიექტი; ხოლო 120 მშენებარე ობიექტის მიმართ შეჩერების დადგენილება ამოქმედდა. ამასთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეადგინა ოქმი საარჩევნო პლაკატების ჩამოუხსნელობის გამო და შედეგად, 59 კონკრეტული ლოკაციაა გამოვლენილი. მგონია, რომ პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა უფრო მეტი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ პლაკატები რომელიც წინასაარჩევნოდ არის გაკრული, არ დატოვონ და ჩამოხსნან, რადგან ეს ყველაფერი ამახინჯებს და აბინძურებს გარემოს,“-აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით სანქციები გამკაცრდება და ჯარიმები გაიზრდება.