ბავარიულმა ავტომწარმოებელმა კომპანია BMW-მ ჟენევაში მიმდინარე ავტოსალონზე სრულიად ახალი ავტომობილი წარმოადგინა.
ეს არის მდიდრული ოთხკარიანი კუპე 8 Series, რომელიც კომპანიის სამოდელო გამაში ყველაზე მაღალ ნიშას დაიკავებს და გაყიდვები მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება.
Concept M8 Gran Coupe, ეს არის გაგრძელება გასულ წელს იტალიაში Villa D’Este-ს კონკურსზე ნაჩვენები ასევე კონცეპტუალური მოდელისა Concept 8 Series Coupe. შესაბამისად, Concept M8 Gran Coupe, სერიულ წარმოებაში წარმოდგენილი იქნება სამ ვარიანტად, როგორც ოთხკარიანი, ასევე ორკარიანი და კაბრიო ვერსიებით.
კომპანიის ხელმძღვანელის ჰერალდ კრუგერის განცხადებით, 8 Series-ის წარმოება კომპანიას საშუალებას მისცემს, უფრო მაღალ კატეგორიაში პოზიციონირების, ვიდრე ამჟამინდელ პრემიუმ კლასში. ავტომობილი კონკურენციას გაუწვეს ისეთ ექსკლუზიურ მოდელებს როგორიცაა Aston Martin DB11, Bentley Continental GT და ასევე ჟენევაში ნაჩვენებ Mercedes-AMG GT 4 Coupe-ს.
სერიულ წარმოებაში ავტომობილი მიიღებს რამდენიმე ვარიანტის ძრავას, მათ შორის 3-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი და რა თქმა უნდა, 4,4-ლიტრიან V8 ძრავას. ხოლო ტოპ ვერსიად განიხილება M მარკის ქვეშ წარმოდგენილი ორმაგად ტურბინირებული 6,6-ლიტრიანი V12.
კოკა კვირკველია