Georgetown Institute for Women, Peace and Security-ის ექსპერტებმა Peace Research Institute of Oslo-ს მკვლევარებთან ერთად შეადგინეს Women, Peace and Security Index-ი.
კვლევაში მათ შეისწავლეს მსოფლიოს 153 ქვეყანა და ამ ქვეყნებში ქალთა მდგომარეობა. შესაბამისად, მათ შეადგინეს რეიტინგი იმ ქვეყნების, სადაც ქალები ყველაზე ცუდად ცხოვრობენ.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 ქვეყანას, სადაც ქალები ყოფა და ცხოვრება ყველაზე მძიმეა.
10 - ნიგერია - აქ 15-დან 24 წლამდე ქალების მხოლოდ 17%-ს აქვს განათლება მიღებული.
9 - სუდანი - „იუნისეფის“ კვლევის მიხედვით, სუდანში მცხოვრები 15-დან 49 წლამდე ასაკის ქალების 34% თვლის, რომ ქმარს, გარკვეულ შემთხვევებში, აქვს უფლება მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს.
8 - მალი - აქ დაწყებით სკოლას ქალების 34%-ზე ნაკლები ამთავრებს.
7 - ერაყი - გაეროს კვლევების მიხედვით, ყოველი მეხუთე ერაყელი ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. ამასთან, სხვა კვლევების მიხედვით, 36% ქმრისგან ძალადობას განიცდის.
6 - კონგო - კონგოს აქვს შესაძლებლობა აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სახელმწიფო გახდეს მისი ბუნებრივი რესურსების შედეგად. თუმცა ქვეყანაში 7,5 მილიონი ადამიანი სიღატაკეში ცხოვრობს და საჭიროებს ჰუმანიტარულ დახმარებას.
5 - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა - ამ ქვეყანაში საომარი კონფლიქტია 2013 წლიდან, შესაბამისად, გაეროს კვლევების მიხედვით, ქალების უდიდესი უმრავლესობა ძალადობის მხსვერპლია.
4 - პაკისტანი - გოგონებისა და ქალების მიმართ ძალადობა პაკისტანში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. აქ ფაქტობრივად, უკვე წესია გოგონების იძულებით ქორწინება, მკვლელობა და ა.შ.
3 - იემენი - გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, იემენში დაახლოებით 26 მილიონი ქალი და გოგონა იმყოფება ძალადობის რისკის ქვეშ. World Report 2017-ის კვლევით, იემენში ქალებს არ აქვთ განქორწინების უფლება, მემკვიდრეობის და ბავშვების მეურვეობის.
2 - ავღანეთი - Human Right's Watch-ის კვლევის მიხედვით, ავღანეთში განათლება მიღებული აქვს მხოლოდ ქალების 37%-ს. გოგონების მესამედი კი 18 წლამდე ასაკში თხოვდება. ქვეყანაში მშობიარობისას გარდაცვალების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, ქალთა სამოქალაქო უფლებები კი შეზღუდული.
1 – 2011 წლიდან სირიაში არის საომარი კონფლიქტი. ამის ფონზე, ქალების უფლებები იქ კიდევ უფრო შეიზღუდა. ამიტომ სირია იკავებს რეიტინგში პირველ ადგილს, სადაც ქალები ყველაზე ცუდად ცხოვრობენ.