მიმდინარე წლის იანვარში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.3 მილიონი ტონით შემცირდა.
კერძოდ, 2018 წლის იანვარში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 2.7 მილიონი ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2017 წლის მონაცემით, 3 მილიონი ტონა იყო.
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კი წინა წელთან შედარებით 0.6 მილიონი მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 25.8 მილიონი მგზავრის გადაყვანა მოხდა. 2017 წლის იანვარში კი ეს ციფრი 25.2 მილიონი იყო.
2018 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 1.4 მილიონი ტონიდან 1.3 მილიონ ტონამდე შემცირდა.
ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 316 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 34,585 კონტეინერი, 2017 წლის ამავე პერიოდში კი 34,269 კონტეინერი გადამუშავდა.