ძველ თბილისში გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია უკვე დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში აღდგება და რესტავრაცია ჩაუტარდება 30 შენობას, საიდანაც რამდენიმე ულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
პროექტის დაწყების პრეზენტაციაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ყველა ხელოვნებათმცოდნეს, ყველა რესტავრატორს, ყველა ადამიანს მოუწოდა, რომ დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში ჩაერთონ.
როგორც ცნობილია, გუდიაშვილის მოედანზე სამუშოების განსახორციელებლად თბილისის მერია 50 მლნ ლარს გამოყოფს. თანხის განკარგვის შესახებ „თბილისის განვითარების ფონდმა“ „სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს“ გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შესახებ წერილობით 14 თებერვალს მიმართა. აღნიშნულმა სააგენტომ „თბილისის განვითარების ფონდს“ ნებართვაზე თანხმობა 20 თებერვლის განკარგულებით დაუდასტურა.
ცნობისთვის, მოედნის სარეაბილიტაციო პროექტი 2019 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.