აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ევროპიდან ამერიკაში იმპორტირებულ რკინაზე და ალუმინზე გადასახადის გაზრდას ითვალისწინებს.
როგორც გამოცემა The Hill წერს, იმპორტირებული რკინა 25%-ით დაიბეგრება, ხოლო ალუმინი 10%-ით. განკარგულება ძალაში 15 დღეში შევა.
გადასახადი ჯერჯერობით არ დაწესდება კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ რკინაზე, რომლებთანაც ამერიკა აგრძელებს მოლაპარაკებას „ჩრდილო ამერიკული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ“ ფარგლებში. პრეზიდენტმა ასევე განსაკუთრებულ პირობებზე ისაუბრა ავსტრალიიდან და კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან რკინის იმპორტზე, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რა პირობებზეა საუბარი.
ამერიკის პრეზიდენტი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს გაზარდოს ან დაწიოს ტარიფი, ასევე შემოიღოს ან გააუქმოს გადასახადები ცალკეულ ქვეყნებთან მიმართებაში.
კოკა კვირკველია