კანადურმა კომპანიამ BlackBerry Ltd-მ სოციალური ქსელი Facebook-ი, ასევე მისი ქვედანაყოფი WhatsApp-ი და Instagram-ი პატენტის დარღვევაში დაადანაშაულა, კონკრეტულად კი BlackBerry Messenger-ში დანერგილ ტექნოლოგიის კოპირებაში.
სარჩელში, რომელიც კომპანიამ ლოს-ანჯელესის ფედერალურ სასამართლოში შეიტანა, წერია, რომ „კომპანიებმა შექმნეს გზავნილების გაცვლის აპლიკაცია BlackBerry-ის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიების მიხედვით, რომელიც უსაფრთხოების მიმართულებით შეიმუშავა. ასევე ფუნქციონალურად გააუმჯობესა მოწყობილობა, რომელმაც თავის დროზე დიდი კომერციული წარმატება მოუტანა BlackBerry -ს".
მესენჯერის მახასიათებლებს შორის, რომელსაც BlackBerry-ი საკუთარ ინტელექტუალურ საკუთრებად მიიჩნევს, სახელდება - წერილის გაგზავნის პროცესის რაციონალიზაცია, შეტყობინების მოსვლის დროის დაფიქსირება და ასევე მეგობრების ფოტოების მონიშვნის შესაძლებლობა.
BlackBerry-ს არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობის ანაზღაურებას ისურვებდა ფინანსური კომპენსაციის სახით. როგორც The Wall Street Journal-ი წერს, კომპანია დარწმუნებულია, რომ Facebook-მა მისი ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაარღვია.
შეგახსენებთ, Facebook-მა Instagram-ი 1 მილიარდ დოლარად 2012 წელს შეიძინა, ხოლო ორი წლის შემდეგ WhatsApp-ი 1,9 მილიარდად იყიდა.
Facebook-ი კომპანია BlackBerry-ის სარჩელის გასაჩივრებას გეგმავს.
კოკა კვირკველია