”თეგეტა მოტორსი“ მძღოლებს სხვადასხვა პროდუქციაზე სპეციალურ აქციას სთავაზობს

კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ”ტოიოტა პრიუსის” მძღოლებს სხვადასხვა პროდუქციაზე სპეციალურ აქციას სთავაზობს.

როგორც „თეგეტა მოტორსის“ მიერ გავრცელებუოლ ინფორმაციაშია აღნიშნული, მომხმარებელს აქციით სარგებლობის საშუალება, ქვეყნის მასშტაბით, 31 მარტის ჩათვლით აქვს.

„თუ მართავ ”ტოიოტა პრიუსს”, ე.ი. ზრუნავ გარემოსა და ეკოლოგიაზე. სწორედ ამიტომ „თეგეტას“ შენთვის სპეციალური შეთავაზება აქვს, შეიძინე საბურავები 75 ლარიდან, აკუმულატორები 90 ლარიდან, ძრავის ზეთები 14 ლარიდან, ფილტრები 8 ლარიდან, სამუხრუჭე ხუნდები 30 ლარიდან, წინა მაშუქის ნათურები 6 ლარიდან, მინის მწმენდები 20 ლარიდან, ამორტიზატორები 75 ლარიდან, სალონის საფენი ხალიჩა 25 ლარიდან, ელ. სამუხრუჭე დისკი 80 ლარიდან და გაიმარტივე მგზავრობა.

აქცია მოქმედებს „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით, 5 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, როგორც ერთიანი გადახდისას, ასევე განვადებით შეძენის შემთხვევაში.

„თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უკვე 23 წელია ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. კომპანია მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა“ სერვის ცენტრებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა“, - აღნიშნულია „თეგეტა მოტორსის“ ინფორმაციაშია.