მომსახურება და პროდუქტი, რაშიც უკვე ფულის გადახდა გიწევთ

ამბობენ, რომ უფასო ყველაფერი კარგია. თუმცა ბოლო წლებში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იმ მომსახურებისა და პროდუქციის ჩამონათვალი, რომელიც ერთ დროს უფასო იყო, მინიმუმამდე შემცირდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 7 ისეთ მომსახურებას, რომელიც ცოტა ხნის წინ უფასო იყო, ახლა კი აღარ არის.

ავიაკომპანიების დამატებითი მომსახურება

დღეისათვის ავიაბილეთები შეიძლება იაფიც ღირს, თუმცა ეს დამშვიდების საშუალებას ნუ მოგცემთ. თუ თქვენ ფრენისას ცოტას იხდით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთლიანად ფრენა ასეთი დაბალი ფასი დაგიჯდებათ. ბევრ სერვისზე და დამატებით მომსახურებაზე, რომელიც ადრე ბილეთის ფასში შედიოდა, დღეს თანხის გადახდა გიწევთ. ეს მომსახურებებია - ბარგის საფასური, კვება ბორტზე, ადგილის შერჩევა თვითმფრინავში და ა.შ.

წყალი რესტორნებში

დღეს ბევრ რესტორანში წყლის დალევა ფასიანია. მართალია, რესტორნების მენიუში წყალი არ წერია, თუმცა, როდესაც მიმტანს ქვითარი მოაქვს, ხშირად აღმოაჩენთ, რომ ფული ერთ ჭიქა წყალშიც გადასახდელი გაქვთ.

კომფორტი სასტუმროში

როგორც თვითმფრინავის შემთხვევაში, სასტუმროშიც ერთ ღამის გატარების ღირებულება საკმაოდ დაბალია, მაგრამ ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სასტუმროებს სულ უფრო მეტად აწესებენ დამატებით საფასურს, რომლებიც ადრე მთლიან ტარიფში შედიოდა. მაგალითად, საცურაო აუზი ან სპორტული დარბაზი, გაზეთები, ოთახში დამატებითი ტელევიზია, პარკინგი, ოთახის გაწმენდა და მრავალი სხვა.

საკვების მიწოდება

ალბათ, ლოგიკურია, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ რესტორნიდან გარკვეული რაოდენობის პროდუქციის შეკვეთის შემდეგ, მომსახურებაზე ანუ მოტანაზე დამატებითი თანხის გადახდა აღარ მოუწევთ. თუმცა, როგორც წესი, რესტორნებიც ჩვეულებრივ აწესებენ დამატებით საფასურს საკვების მიტანაზე.

პლასტიკური პაკეტები

ალბათ, ვინმეს ახსოვს, როდესაც სუპერმარკეტებში პლასტიკური პაკეტები, ჭურჭელ უფასოდ გაიცემოდა. ახლა სიტუაცია შეიცვალა და თქვენ უკვე უნდა გადაიხადოთ ფული.

საბანკო მომსახურება

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ადამიანს ანგარიშის გახსნისას ან სხვა საბანკო მომსახურებისთვის ხშირად ბანკში მისვლა აღარ სჭირდებათ, თუმცა ამ მომსახურებას ისინი უფასოდ ნამდვილად ვერ იღებენ. იშვიათი გამონაკლისების გარდა, საბანკო მომსახურება ფასიანია.

ონლაინ-პრესა

ინტერნეტის ეპოქაში ბეჭდური გაზეთები და ჟურნალები ისეთი მაღალი მოთხოვნით აღარ სარგებლობენ, როგორც ადრე იყო. ახლა თითოეული გამოცემა ონლაინ ვითარდება, თუმცა იმისათვის, რომ მიიღოთ სრული ხელმისაწვდომობა სტატიაზე, აუცილებელია გადაიხადო. ეს პრაქტიკა დასავლეთისგან წამოვიდა და დღეს ზოგიერთი მედიასაშუალება მას საქართველოშიც იყენებს.