მიმდინარე წლის იანვარში კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 209.5 მლნ ლარი შეადგინა.
აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის "საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია" ნათქვამი.
აღსანიშნავია, რომ მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 49.1 მილიონი ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 160.4 მილიონი ლარი იყო.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მიმდინარე წლის იანვრის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 28.7 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 22.6 მლნ ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა.
გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, იანვარში 7 მლნ ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 4.5 მლნ ლარი იყო.