ძლიერი ქარის გამო „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება, - ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ ძლიერი ქარის გამო, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა დროებით ვერ მოემსახურება მგზავრებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.