ევროკომისიამ უკრაინას მილიარდიანი დახმარება გამოუყო

ევროკომისიამ უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი მაკროფინანსური დახმარება გამოყო, რომელიც მიმართულია ქვეყნის ეკონომიკისა და სტრუქტურული რეფორმებისთვის.

როგორც ევროკომისიის ვებგვერდი წერს, საუბარია უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების მეოთხე ეტაპზე, რომელიც ევროპის საბჭოში და ევროპარლამენტში მხარდაჭერას ელოდება.

„დღევანდელი გადაწყვეტილება მოჰყვა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის გამართულ პირდაპირ დისკუსიებს უკრაინისთვის მორიგი დახმარების თაობაზე. ახალი პროგრამა მიმართული იქნება, წინა სამი დახმარების დროს მიღწეული პროგრესის გასამყარებლად, რომელიც უკრაინის ეკონომიკის სტაბილიზაციისკენ და სტრუქტურული რეფორმირებისთვის გამოიყო“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ევროკომისიაში ასევე აცხადებენ, რომ თანხის გაცემა დამოკიდებული იქნება უკრაინის მხრიდან რეფორმების რეალიზებაზე.

კოკა კვირკველია