უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოები დღესდედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.
სარეაბილიტაციო სამუშოების გამო საფეხმავლო ხიდი 4 თვით გადაიკეტა, რის გამოც ბაგების საერთო საცხოვრებლიდან მაღლივ კორპუსამდე დაინიშნა ავტობუსი, რომელიც ხიდის რეაბილიტაციის პერიოდში უფასოდ იმოძრავებს და მხოლოდ სტუდქალაქთან და მაღლივ კორპუსთან გაჩერდება.
საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია პროექტის მიხედვით მოიცავს ხიდზე არსებული საფარის გამოცვლას, ბურჯების გამაგრებას, გარდამავალი ფილის განახლებას, მოაჯირების შეღებვასა და განათებების სისტემის რეაბილიტაციას.
სამუშოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გრუპო კონტე“ აწარმოებს. სამუშოები 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი ღირებულება 515 515 ლარია.