საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1861.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს.
ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 38.2
პროცენტი შეადგინა.
2017 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები ასე განაწილდა: აზერბაიჯანი - 482.1 მლნ დოლარი, თურქეთი - 279.0 მლნ დოლარი და გაერთიანებული სამეფო - 250.4 მლნ დოლარი.
ამასთან, წინასწარი შეფასებით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2017 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 54.3 პროცენტი შეადგინა.