„თიბისი ბანკმა“ მრავალშვილიანი თანამშრომლების წასახალისებლად 600 000 ლარის ფულადი პრემია გასცა. როგორც „თიბისი ბანკიდან“ იუწყებიან, 600 000 ლარის ფინანსური მხარდაჭერა 48 მრავალშვილიან თანამშრომელზე - ეს ”თიბისი ბანკის” შიდა სოციალური პროგრამის, „მრავალშვილიანი თიბისელების კლუბის“ 5 წლის შედეგებია.
მათივე ინფორმაციით, მრავალშვილიანი თიბისელების კლუბი“ მამუკა ხაზარაძის ინიციატივით 2013 წელს ჩამოყალიბდა, ”თიბისი ბანკის” სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.
”პროგრამის მიხედვით, „თიბისი ბანკის“ ყველა თანამშრომელს, რომელსაც მეოთხე ან მომდევნო შვილი შეეძინება, ”თიბისი ბანკისგან” პრემიის სახით 10 000 ლარი გადაეცემა. ხოლო მეექვსე შვილის შეძენის შემთხვევაში, ბანკი თანამშრომელს 50 000 ლარით აჯილდოებს.
გარდა ერთჯერადი ფულადი პრემიებისა, ”თიბისი ბანკი” 3 და მეტშვილიან თანამშრომლებს საჩუქრად გადასცემს სპეციალურად მათთვის დამზადებულ ორდენებს, რაც მრავალშვილიანი თიბისელებისა და მათი შვილებისთვის წამახალისებელ შეთავაზებებსა და ღონისძიებებს მოიცავს.
მრავალშვილიანი თიბისელების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ყოველ წელს იმართება. პროგრამის მიზანია ქვეყანაში დემოგრაფიული მონაცემების გაუმჯობესება და თანამშრომლებზე ზრუნვა, რომ ოჯახის ახალ წევრს ფინანსურად უზრუნველყოფილები შეხვდნენ.
„მრავალშვილიანი თიბისელების კლუბი“ უკვე 454 თიბისელს აერთიანებს”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.