საქართველოს რეგიონებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, ერთადერთი რეგიონი, სადაც ინვესტიცია შემცირდა, არის კახეთი.
თუმცა მიუხედავად ამისა, მთლიან ინვესტიციებში თბილისის წილი მაინც მაღალია და 78,2%-ს შეადგენს. წინასწარი შეფასებით, 2017 წელს ქვეყანაში სულ შემოვიდა 1,861 მლრდ დოლარის ინვესტიცია, საიდანაც თბილისში ჩაიდო 1,456 მლრდ დოლარი.
რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ორჯერ გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა აჭარაში. თუ 2016 წელს რეგიონში შევიდა 95,7 მლნ დოლარის ინვესტიცია, 2017 წელს ეს მოცულობა 185,4 მლნ დოლარამდე გაიზარდა. 30,9 მლნ დოლარიდან 52,6 მლნ დოლარამდე გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა სამცხე-ჯავახეთში.
სტატისტიკის სამსახურის წინასწარი შეფასებით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ქვემო ქართლშიც - 29,7 მლნ დოლარიდან 66,7 მლნ დოლარამდე. ასევე 35,4 მლნ დოლარიდან 55,6 მლნ დოლარამდე გაიზარდა ინვესტიციები სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაში. 35, 3 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, რაც 7 მლნ დოლარზე მეტის 2016 წელთან შედარებით. რაც შეეხება შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთს, 2017 წელს ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა აქაც, თუმცა დაახლოებით, 2 მლნ დოლარით - 2,3 მლდან 4,3 მლნ დოლარამდე.