კომპანია "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" ახალი პროდუქტის გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.
საუბარია, კოკა-კოლას და ყავის მიქსზე, რომელიც კომპანიის ცნობით, ბაზარზე მალე გამოჩნდება.
„სულ მალე საქართველოს ბაზარზე კოკა-კოლას ახალი პროდუქტი გამოჩნდება. წარმოგიდგენთ „კოკა-კოლა+ყავას“ ეს არის კოკა-კოლასა და ნამდვილი ბრაზილიური ყავის მიქსი შესანიშნავი, გამამხნევებელი გემოთი და ეს ყველაფერი შაქრის გარეშე,“-ნათვამია კომპანიის ინფორმაციაში.