„მკაცრი“ ბრექსიტი კომპანიებს 65 მილიარდით აზარალებს

გერმანელი ექსპერტების განცხადებით, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება არ არის საკმარისი და ისინი მხარეებს საერთო საბაჟო კავშირის შექმნისკენ მოუწოდებენ.

თუმცა დიდი ბრიტანეთი დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას აპირებს - წერს გამოცემა FAZ.

ბრექსიტის „მკაცრი“ ვარიანტის პირობებში ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის კომპანიებს ყოველწლიურად 65 მილიარდი ევროს დანახარჯი ელოდებათ, საბაჟო გადასახდელების გამო და მათი მეტი წილი, 35 მილიარდი ევრო ევროპულ კომპანიებზე მოვა. ამის შესახებ გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung წერს.

აღნიშნული მონაცემები მოყვანილია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Oliver Wyman-ისა და იურიდიული ფირმა Clifford Chance-ის კვლევებში, რომელიც FAZ-ს ჩაუვარდა ხელში. კვლევის ავტორების თქმით, სავარაუდო დანახარჯები სავაჭრო ბრუნვის დაახლოებით 15% იქნება.

გერმანელი ექსპერტების აზრით, არ არის საკმარისი ლონდონსა და ბრიუსელს შორის დაგეგმილი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, რომლის ფარგლებში რეგულაციები მოხდება მსო-ს წესების მიხედვით და საჭიროა, შეიქმნას საერთო საბაჟო კავშირი, რომელიც სულ ცოტა, ორჯერ შეამცირებს კომპანიების დანახარჯებს.

კოკა კვირკველია