დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება იცვლება.
კერძოდ, მერიის ცნობით, იონა ვაკელის ქუჩა ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირამდე გაცალმხრივდა. ორმხრივი მოძრაობა შენარჩუნდა მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.
გაცალმხრივდა ოთარ ჭილაძის ქუჩა, ყაზბეგიდან ვაჟა-ფშაველას გამზირამდე. ამასთან, აპრილიდან იცვლება იოსებიძე-ქუთათელაძის მონაკვეთზე მოძრაობაც. კერძოდ, იოსებიძის ქუჩაზე ქუთათელაძის ქუჩიდან კალანდაძის ქუჩამდე ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება შებრუნდება და ტრანსპორტი ქუთათელაძის ქუჩაზე შარტავასა და ჟვანიას ქუჩებიდან შევა.