ვენესუელაში გასული წლის თებერვლიდან 2018 წლის თებერვლამდე ინფლაციამ 6000%-ს მიაღწია.
ქვეყნის ეროვნული ფინანსური ასამბლეის მიერ ქვეყნის პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში ნათქვამია, რომ მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალში ინფლაციის დონემ 80%-ს მიაღწია, ხოლო 2017 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის თებერვლამდე 231%-ს.
„ეს არის ხელფასებისა და პენსიების დასასრული“ - დაწერა საკუთარ მიკრობლოგში დეპუტატმა ხოსე გერრამ.
ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში კი ქვეყნის პარლამენტის საფინანსო კომიტეტის ხელმძღვანელი რაფაელ გუსმანი აცხადებდა, რომ წინა წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრამდე ინფლაციამ 4000% შეადგინა.
ვენესუალეში სიტუაცია მას შემდეგ დამძიმდა, რაც ქვეყანაში პროდუქტების დეფიციტი შეიქმნა, ქვეყნის შემოსავლები შემცირდა, ხოლო ინფლაციამ არნახულ მასშტაბებს მაიღწია. ამ ყველაფერს კი დაემატა ნავთობზე დაბალი ფასები.
კოკა კვირკველია