პრობლემური სესხების შესახებ მესამე პირებისთვის უკანონო გამჟღავნების 17 ფაქტი გამოვლინდა

2017 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა პრობლემური სესხების შესახებ ინფორმაციის მესამე პირებისთვის უკანონო გამჟღავნების და მათთან დაკავშირებით 17 ფაქტი გამოავლინა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და ინსპექტორის

საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კომპანიები დაჯარიმდნენ 13 შემთხვევაში. 4 ფაქტზე ჯარიმის დაკისრება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო არ მოხერხდა.

მოქალაქეების ინფორმაციით, კომპანიების მათი ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაციას უმჟღავნებდნენ ოჯახის წევრებს, მეზობლებს, თანამშრომლებს და ფეისბუქის მეგობრებსაც კი.