კრისტენ ლაგარდი კრიპტოვალუტის ბაზრის მკაცრი კონტროლის მომხრეა

მსოფლიო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტენ ლაგარდი ციფრული ვალუტების ბაზრის რეგულირების მომხრეა, თუ არადა, მისი აზრით, ის გადაიქცევა ძლიერ კრიმინალიზებულად.

ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საკუთარ ბლოგში ლაგარდი წერს, რომ რეგულირებისა და ზედამხედველობის ტექნოლოგიებს შეუძლია კრიპტოსამყაროდან განდევნოს კრიმინალური ელემენტები. მისივე განცხადებით, ამ დროისთვის აშშ-ს ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისია და სხვა ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოები პირველადი განთავსების კრიპტომონეტების მიმართ იმავე კანონს იყენებს, რასაც ფასიანი ქაღალდების დროს.

„ეს კი ზრდის გამჭვირვალობის დონეს და აფრთხილებს მყიდველს პოტენციურ რისკებზე, თუმცა ვინაიდან კრიპტოვალუტები არ ცნობენ საზღვრებს, მათი რეგულირების სისტემაც ასევე გლობალური უნდა იყოს“,  - დასძინა მან.

ლაგარდის განცხადებით, საერთაშორისო თანამშრომლობა ამ სფეროში უკვე იძლევა დადებით ძვრებს.

კოკა კვირკველია