დიდი ბრიტანეთი ცდილობს რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამციროს და ამიტომ სწავლობს ალტერნატიულ შესაძლებლობებს ამ რესურსის მისაღებად.
როგორც Bloomberg-ი წერს, ამის შესახებ დიდი ბრიატნეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა.
„მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ რუსეთი იყენებს მის ენერგო რესურსებს გავლენის ინსტრუმენტად ქვეყნებზე, რომლებიც მას იღებენ“, - განაცხადა მეიმ ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისივე განცხადებით, დიდი ბრიტანეთი განიხილავს გათხევადებული ბუნებრივი აირის შესყიდვებს და აპირებს რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას. მას ასევე სურს რუსეთის გავლენა შემცირდეს სხვა ენერგო-ბაზრებზეც, რომელთაც რუსეთი ამარაგებს.
ტერეზა მეის განცხადებით, ლონდონი განაგრძობს ევროკავშირთან საკითხის განხილვას, არა მხოლოდ ბრიტანეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, არამედ ზოგადად ენერგოუსაფრთხოებაზე ევროპაში.