ტერაბანკის მომხმარებლებს ამიერიდან ახალი პროდუქტით - კონვერტირებადი ანაბრით სარგებლობა შეუძლიათ. პროდუქტის მთავარი უპირატესობები მაღალი სარგებელი და ვალუტის კურსის ცვლილებისგან დაზღვევაა.
კერძოდ, კონვერტირებადი ანაბარი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ანაბრის ვადის განმავლობაში მასზე განთავსებული თანხა სასურველ ვალუტაზე ნებისმიერ დროს დააკონვერტირონ და დეპოზიტი კიდევ უფრო თამამად განათავსონ. კონვერტაციის რაოდენობა შეზღუდული არ არის.
პროდუქტს ამჟამად ქართულ ბაზარზე ანალოგი არ აქვს. როგორც ტერბანკში აცხადებენ, მისი შექმნა ბაზარზე არსებულმა მდგომარეობამ და მოთხოვნებმა განაპირობა.
„ვალუტის კურსის ცვალებადობა საკმაოდ აქტუალური საკითხია. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, დეპოზიტარებისთვის შესაბამისი ხელსაყრელი პროდუქტი შეგვეთავაზებინა. მომხმარებელს ყოველთვის შეეძლება კონვერტაცია, რაც საშუალებას მისცემს, თავი კიდევ უფრო დაზღვეულად იგრძნოს. ანაბარი დღევანდელ მდგომარეობას იმდენად კარგად პასუხობს, რომ ვფიქრობთ, ის ბევრი ადამიანისთვის იქნება საინტერესო“, - აცხადებს ტერაბანკის საცალო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი ქეთი მღებრიშვილი.
კონვერტირებადი ანაბრის გახსნა უფასოა და მომხმარებელი, რომელიც პროდუქტით სარგებლობას მოისურვებს, დამატებით საჩუქრებსაც მიიღებს.
ცოტა ხნის წინ ტერაბანკმა მომხმარებელს კიდევ ერთი, განსხვავებული პროდუქტი "ტურისტული იპოთეკა" შესთავაზა. პროდუქტი იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც დამატებითი შემოსავლის მისაღებად, დედაქალაქისა თუ რეგიონების ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში ბინის შეძენა, გარემონტება, კეთილმოწყობა და ტურისტებზე გაქირავება სურთ, თუმცა თანხა არ ჰყოფნით და დაფინანსების წყაროს ეძებენ. მსგავსი ტიპის, ახალი პროდუქტებით ტერაბანკი ბაზრის მოთხოვნებსა და ტენდენციებს პასუხობს.
(R)