ესპანეთის ფინანსურმა პოლიციამ ესპანეთის ნაკრების, მადრიდის რეალის, მიუნხენის ბაიერნის და ლივერპულის ყოფილი ნახევარმცველის ფეხბურთელ ხაბი ალონსოს წინააღმდეგ გადასახადების დამალვის გამო გამოძიება დაიწყო.
როგორც ადგილობრივი El Confidencial იტყობინება, გამოძიებამ დაადგინა, რომ ფეხბურთელი მარკეტინგული უფლების გამოსაყენებლად არარეალურ კომპანიას იყენებდა. ესპანელს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 8 მილიონ ევრომდე გადასახადის გადახდა მოუწევს.
ხაბი ალონსო ტიტულოვანი ნახევარმცველია, მან ესპანეთის ნაკრებთან ერთად ორჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი და ერთხელ მსოფლიო. რეალისა და ლივერპულის რიგებში კი თითოჯერ მოიპოვა ჩემპიონატის ლიგის თასი. ის ასევე არის ესპანეთის პრიმერასა და გერმანიის ბუნდესლიგის სამგზის ჩემპიონი. მან საფეხბურთო კარიერა 2017 წელს დაასრულა.
ხაბი ალონსო არ არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ფინანსურ მაქინაციებში სდებენ ბრალს. შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე მსგავს სკანდალებში გაეხვდნენ ასევე მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი ალექსის სანჩესი და ბარსელონას სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი, ასევე ხოსე მაურინიო, რომელსაც ასევე საგადასახადო პოლიცია ედავებოდა გადასახადების დამალვას, თუმცა არცერთი შემხთვევაში საპატიმრო განაჩენი არ დამდგარა.
კოკა კვირკველია