თბილისი შიდა ტურისტებისთვის ყველაზე მონახულებად ადგილად რჩება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მეორე ადგილზეა იმერეთი და მესამეზე აჭარა.
"საქსტატის" მონაცემებით, 2017 წელს, აჭარაში, ვიზიტების რაოდენობამ 136.1 ათასი შეადგინა, რაც ჯამური ვიზიტების 12.9%-ია. თბილისში ვიზიტების რაოდენობამ შეადგინა 269 ათასი, რაც ჯამური ვიზიტების 25,4%-ია. იმერეთში კი ვიზიტების რაოდენობა იყო 196,1 ათასი.
ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2017 წელს საქართველოში განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 1.053 მილიონი იყო.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტებით ძალიან კმაყოფილია გამოკითხულთა 33,3%, კმაყოფილი კი, 49.5%. არც კმაყოფილი და არც უკმაყოფილო 14.3%. ძალიან უკმაყოფილოები კი, გამოკითხულთა 0.4%-ს შეადგენენ.
რაც შეეხება ფინანსებს, „საქსტატის“ მონაცემებით 2017 წელს შიდა ტურისტებს ხარჯები გაეზარდათ. 2017 წელს ტურისტების საშუალო ხარჯი ერთ ვიზიტზე იყო 129.1 ლარი, 2016 წელს კი 125.2 ლარი.