„სითი პარკის“ გენერალური მენეჯერი ბენიამინ ლაჰავი კახა კალაძეს სიცრუეში ადანაშაულებს

უცხოელი ინვესტორის მიმართ გამოიყენეს არაკეთილსინდისიერი გზები, კომპანია არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლი და ამის დადასტურებაა კონტრაქტის ყოვლად უსაფუძვლო შეწყვეტა, გადაწყეტილების მიღების პროცეში კომპანიის ყოველგვარი ჩართულობის გარეშე , - ამის შესახებ „სითი პარკის“ გენერალურმა მენეჯერმა ბენიამინ ლაჰავიმ თბილისის მერიის მხრიდან კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის საკითხზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, საინტერესოა, რატომ აღნიშნა კალაძემ, რომ „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების 99% გაუქმდა, მაშინ როდესაც წინა წლის განმავლობაში, „სითი პარკმა“ გამოწერა 807 000 ჯარიმა და მათგან მერიამ მხოლოდ 0,01% (95 ჯარიმა) გააუქმა.

„სამწუხაროდ, მე დღეს მიწევს ვისაუბრო იმ არაკანონიერ დამოკიდებულებაზე, რომელიც მერიის მხრიდან მიმდინარეობს უცხოელი ინვესტორების მიმართ.

13 მარტს, თბილისის მერმა, ბატონმა კახა კალაძემ ტელევიზიით განაცხადა, რომ თბილისის მერიამ ცალხმრივად შეწყვიტა კონტრაქტი შ.პ.ს. „სიტი პარკთან“. გასაგებია, რომ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა სასიხარულო ყოფილიყო იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ერთხელ მაინც დაჯარიმებულა. თუმცა ყველა ევროპულ ქვეყანაში საჯარო მოხელეები პირველ რიგში პატივს სცემენ კანონმდებლობას და საკითხებს უდგებიან სამართლებრივად, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ეს ასე არ ყოფილა.

უცხოელი ინვესტორის მიმართ გამოყენებულ იქნა არაკეთილსინდისიერი გზები, კომპანია არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლი და ამის ნათელი დადასტურებაა კონტრაქტის ყოვლად უსაფუძვლო შეწყვეტა, გადაწყეტილების მიღების პროსცეში კომპანიის (მხარის) ყოველგვარი ჩართულობის გარეშე. ვიმედოვნებ, ქართული სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი საერთაშორისო სასამართლო არ მოიწონებს უცხოელი ინვესტორისათვის კონტრაქტის შეწყვეტის ფაქტს ასეთი არასამართლიანი საფუძვლებით. კომპანია, რომელიც ასრულებდა მასზე დაკისრებულ ყველა ვალდებულებას და მერიის მითითებებს როგორც ქვე-კონტრაქტორი სრულიად ჯეროვნად, შეწყდა მთავრობის მიერ ყოველგვარი სამართლებრივი ან ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე.

ამასთანავე, მერიის ოფიციალური განცხადებებით შევიტყვეთ, რომ 10 აპრილის შემდეგ, მას მერე რაც კონტრაქტი შეწყდება, არაფერი შეიცვლება პარკირების სისტემაში და არც ჯარიმების ოდენობა შეიცვლება, რაც აძლიერებს ჩვენ ეჭვს მასზედ, რომ „სითი პარკის“ მისამართით მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

შეკითხვა მაქვს ბატონ მერთან, მაინტერესებს, რატომ მოხდა, რომ მერმა აღნიშნა, რომ „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების 99% გაუქმდა, მაშინ როდესაც ჩვენ დავადასტურეთ, რომ ინფორმაცია მცდარი იყო. წინა წლის განმავლობაში, „სითი პარკმა“ გამოწერა 807 000 ჯარიმა და მათგან მხოლოდ 0,01% (95 ჯარიმა) გააუქმა მერიამ. და ბოლოს როგორც სითი პარკის გენერალური მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია თნამშრომლები უსაფრთხოება. ბატონო მერო, თქვენმა სატელევიზიო განცხადებამ გავლენა იქონია სამუშაო პროცესზე და ინსპექტორების უსაფრთხოებაზე. იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც ხმა მოგცეს თქვენ და სიცოცხლით სავსე ქალაქს. მოგიწოდებთ, გააკეთოთ მკაფიო განცხადება, რათა უზრუნველყოფილი იქნას ინსპექტორების უსაფრთხოება, რომლებიც ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას კანონის სრული დაცვით და საპასუხოდ იღებენ დაუმსახურებელ აგრესიას. თქვენდამი ღრმა პატივისცემით ბატონო კახა არავის და მათ შორის თქვენ, როგორც ქალაქის მერს არ გაქვთ უფლება შეურაცხყოფა მიაყენოთ მათ და აღნიშნოთ, რომ ისინი არაკეთილსინდისიერად მუშაობენ.

როგორც ვხვდები, თბილისის ამჟამინდელი მთავრობა ვერ იაზრებს „სიტი პარკის“, მისი ყოველი თანამშრომლის მიერ განხორციელებული სამუშაოების მასშტაბს. თქვენ აღნიშნეთ, რომ სატრანსპორტო კომპანია მზადაა საკუთარი რესურსებით იმუშაოს 3 კვირის შემდეგ. იქნებ ღირდეს და გააცნოთ მოსახლეობას თქვენი სამომავლო გეგმები პარკინგის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით? კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ „სიტი პარკმა“ უკვე დაიწყო სამართლებრივი პროცედურები და დარწმუნებულები ვართ, რომ სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე“, - განაცხადა ლაჰავიმ.