2019 წლიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საწესდებო კაპიტალი 1 მილიონ ლარამდეგაეზრდებათ, - ამის შესახებ Allnews.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, ახალი რეგულაციები, რომელიც მათთვის საწესდებო კაპიტალის ზრდას ითვალისწინებს, სავარაუდოდ, მცირე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გამსხვილებას და შეერთებას ან მათ ბაზრიდან გასვლას გამოიწვევს.
"ჩემი აზრით, მისასალმებელია, რომ ამ სეგმენტში კაპიტალის მოთხოვნა იზრდება, რადგან ბაზარზე არსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უმრავლესობა ჩვეულებრივი ლომბარდი იყო, რომელიც შემდეგ მიკროსაფინანსოდ გადაკეთდებოდა, რადგან მცირე საწესდებო კაპიტალის მოთხოვნა იყო, ამის შედეგად მისი რეპუტაციის თვალსაზრისით მისი წონა იზრდებოდა. თავდაპირველად საწესდებო კაპიტალზე მოთხოვნა 250 000 ლარი იყო,
რომელიც შემდეგ 500 000 ლარამდე გაეზარდათ, 2019 წლიდან კი 1 მილიონი გახდება. რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ამ ორგანიზაციებს საწესდებო კაპიტალზე ადეკვატური მოთხოვნა ჰქონდეთ, რომ მომხმარებელთა უფლებების თვალსაზრისით გარკვეულ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.