საბაგიროზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტები არიან მოწვეულები

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გუდაურში, საბაგიროზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწვეული იქნებიან საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან.

პირველი ვიცე-პრემიერი საძელეზე არსებულ ვითარებას პირადად ადგილზე გაეცნო. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საძელეს საბაგიროს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

„მოწვეული იქნებიან არა მხოლოდ კომპანია „დოპელმაიერის“ ექსპერტები, არამედ საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტებიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ექსპერტიზა იყოს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.