"გუდაურში დაშავებულები მომავალ წელს საქართველოში დავპატიჟეთ და ისინი დაგვთანხმდნენ"

მთლიანად მთელი კურორტი გუდაური მუშაობს, ისევე როგორც ყველა დანარჩენი საბაგირო, ადამიანები სრიალებენ და აუცილებლად უნდა გააგრძელონ თავიანთი დასვენება , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ღუდუშაურის კლინიკაში განაცხადა, სადაც მან გუშინ, გუდაურში დაშავებულები მოინახულა.

"ერთ-ერთი დაშავებული დღეს დილით ძალიან ადრე გაეწერა. მან მოგვთხოვა, რომ დილით ადრევე აგვეყვანა ის გუდაურში, რათა დღე არ დაეკარგა სასრიალოდ. ის უკვე გუდაურშია და სრიალებს. მთლიანად მთელი კურორტი გუდაური მუშაობს, ისევე როგორც ყველა დანარჩენი საბაგირო მუშაობს, ადამიანები სრიალებენ და უნდა გააგრძელონ აუცილებლად დასვენება. ჩვენ დღეს მონახულებისას დაშავებულებს შევთავაზეთ, რომ მათ შემდეგ წელს საქართველოში დავპატიჟებთ და ისინი დაგვთანხმდნენ ამაზე, რომ აუცილებლად ესტუმრებიან საქართველოს და რა თქმა უნდა, გაატარებენ კარგ დროს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.