3 დღეში შექმნილი 3-D-ში ამოპრინტერებული ავტომობილი 7,500 დოლარად

მალე ბაზარზე მასიური წარმოების 3-D-ში ამოპრინტერებული ავტომობილებს ვნახავთ.

როგორც ამერიკული მედია წერს, ამ ტექნოლოგიით შექმნილი ავტომობილების წარმოებაზე აქტიურად მუშაობენ სტარტაპები XEV და Polymaker-ი, რომლებმაც უკვე წარმოადგინეს პირველი 3-D-ში შექმნილი ავტომობილი.

7,500 დოლარად ღირებული ავტომობილის სახელია LSEV და მის შექმნას კომპანიებმა სამი დღე მოანდომეს. როგორც მისი შემქმნელები აცხადებენ, ავტომობილის ყველა დეტალი პრინტშია შექმნილი გარდა მინების, ძარას და სავარძლისა.

ორადგილიანი ავტომობილი ვიზუალურად Smart-ს ჰგავს, მაგრამ ის არ არის სწრაფი. მისი მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს მხოლოდ 70კმ/სთ სიჩქარეს და ერთჯერადი დამუხტვით შეუძლია 150 კმ მანძილის დაფარვა.

ავტომობილი აზიისა და ევროპის ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდება.

კოკა კვირკველია