მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებისა და სოციალური ქსელების მხრიდან კრიპტოვალუტების ყველანაირი რეკლამის აკრძალვის ფონზე ციფრული ვალუტების ფასი ვარდნას განაგრძობს.
გუშინდელი დღის მონაცემებით, ერთი ბიტკოინის ფასმა 7,5 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა წინა დღეს 8 ათასი დოლარი ღირდა. როგორც Cointelegraph წერს, ასევე ვარდნას განაგრძობენ სხვა კრიპტოვალუტებიც - „ეთერიუმის“ ფასი 500 დოლარამდე დაეცა, რიპლის ფასი კი 60 ცენტამდე.
შეგახსენებთ, ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების ნებისმიერი სახის რეკლამის აკრძალვაზე განცხადებები რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს კომპნიებმა Google-მა და Facebook-მა. ხოლო დღეს ცნობილი ხდება, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს ასევე Twitter-ში.
კოკა კვირკველია