იანვარ-თებერვალში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 4 მილიონი დოლარით გაიზარდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის გასულ ორ თვეში ავტომობილების იმპორტმა 66.9 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის იანვარ-თებერვალში ეს მონაცემი 62.9 მლნ დოლარი იყო.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ „საქსტატის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი უმსხვილესი საიმპორტო საქონლის ათეულში მე-3 ადგილს იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარჯვენასაჭიანების შემთხვევაში გასამმაგდა, ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში კი შემცირდა.