საარსებო მინიმუმი საქართველოში 175.4 ლარს შეადგენს

მიმდინარე წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 40 თეთრით გაიზარდა.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თებერვალში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 175.4 ლარს შეადგენდა. ხოლო იანვარში ეს მაჩვენებელი 175 ლარი იყო.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, გასულ თვეში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 7.3 ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის თებერვალში ეს მონაცემი 168.1 ლარს შეადგენდა.

საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, თებერვალში 30 თეთრით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი. კერძოდ, წინა თვეში ეს მონაცემი 155.3 ლარი; 2018 წლის იანვარში კი 155 ლარი იყო.

რაც შეეხება საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმს, თებერვალში ის იანვართან შედარებით, 70 თეთრით გაიზარდა და 294.2 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი წინა წლის თებერვლის მონაცემთან შედარებით, 12.1 ლარით არის გაზრდილი.