„ბლექ სი არენა“, თბილისის საკონცერტო დარბაზი, მუსიკის სახლი - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინტერესთა გამოხატვაზე მოწვევას აცხადებს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აცხადებს მოწვევას ინტერესთა გამოხატვის თაობაზე თბილისის საკონცერტო დარბაზში, ბლექ სი არენაზე (შეკვეთილი) და მუსიკის სახლში (ბათუმი) განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტ CHECK IN GEORGIA-ს ფარგლებში, ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს 2018 წლის გაზაფხული-ზაფხული-შემოდგომის სეზონების განმავლობაში, ზემოაღნიშნულ დარბაზებში არაერთი კულტურული ღონისძიების ორგანიზებას.

ადმინისტრაციის მიზანია, შეარჩიოს პირები, რომლებიც უზრუნველყოფენ თბილისის საკონცერტო დარბაზში, ბლექ სი არენაზე (შეკვეთილი) ან მუსიკის სახლში (ბათუმი) სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებას. შესაბამისად, ადმინისტრაცია იწვევს დაინტერესებულ პირებს, მონაწილეობა მიიღონ ინტერესთა გამოხატვის პროცესში ქვემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2018 წლის 13 აპრილი.