კომპანია Apple ახალი, „მიკროLED“ ტექნოლოგიით საკუთარი ეკრანის შექმნაზე მუშაობს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, უკვე დამზადდა ამ ტიპის რამდენიმე ეკრანი, რომლებსაც ტესტირება უტარდება. მიმომხილველები თვლიან, რომ Apple-ს მიერ საკუთარი ეკრანების წარმოების დაწყება, ძლიერ დააზარალებს ამ სფეროში მომუშავე აზიურ კომპანიებს.
„მიკროLED“ არის ეკრანების ახალი ტექნოლოგია, რომელზეც Apple-ს გარდა, სხვა დიდი კომპანიებიც მუშაობენ. ამ ტექნოლოგიით დამზადებული ეკრანები უფრო თხელი და ნათელია, იყენებს ნაკლებ ენერგიას და OLED ეკრანებზე უფრო გამძლეა, რომლებსაც უკვე ინტენსიურად იყენებენ როგორც ტელევიზორების და ტელეფონების, ასევე სხვა მოწყობილობებისთვის. მაგრამ იმავდროულად, სიახლეს მინუსებიც აქვს. ესაა გამოყენების შედარებითი სირთულე და ის, რომ ჯერჯერობით გამოცდილი არ არის.
„ჯერჯერობით დაუზუსტებელია, მიკროLED სჯობს თუ არა OLED ეკრანებს, რომლებსაც Apple თავისი საათებისთვის (სმარტვოჩ) იყენებს. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ Apple მხოლოდ მომავლის ტექნოლოგიებზე ექსპერიმენტებს ატარებს და არ ცდილობს მის დაუყოვნებლივ დანერგვას“, - ამბობს „დონბუ სეკურიტიზის“ ანალიტიკოსი სი-არ კვონი.
Bloomberg-ის ინფორმაციით, Apple ახალ „მიკროLED“ ტექნოლოგიაზე თავის კალიფორნიის საიდუმლო საწარმოში მუშაობს. პროექტს ლინ იუნგსი უძღვება, ვინც იმავდროულად, „აიფონის“ და „ეპლ ვოჩის“ ეკრანების ტექნოლოგიების განვითარებაზეა პასუხისმგებელი. ტესტების წარმტებულობის შემთხვევაში, ახალი ტიპის ეკრანებს პირველ რიგში, პორტატულ კომპიუტერებზე გამოიყენებს. რაც შეეხება ტელეფონებს, მათში ახალი ტექნოლოგიის დანერგვა მხოლოდ სამი-ხუთი წლის შემდეგ არის მოსალოდნელი.