მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კოოპერატივებს: „რკ განძა +“–ს და „რკ ულეველას“ ნინოწმინდისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში 25 წლიანი იჯარით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 1 698 ჰა. სათიბ-საძოვარი გადაეცა.
კოოპერატივებში გაერთიანებულია ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთა საკუთრებაში 900 სულზე მეტი მსხვილი რქოსანი პირუტყვია. აღნიშნული პროგრამის მიზანია მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მთიდან მოსახლეობის მიგრაციის შეჩერება.
შეგახსენებთ, რომ სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კოოპერატივებს იჯარით 3 726 ჰა. სათიბ-საძოვარი გადაეცათ.