კუს ტბის საბაგირო დღეს მგზავრებს ვერ მოემსახურება

კუს ტბის საბაგირო დღეს მგზავრებს ვერ მოემსახურება , - ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან იუწყებიან. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, საბაგიროს მუშაობის შეჩერების მიზეზია გეგმური ტექნიკური შემოწმებისა და ინსპექტირების პროცესი. საბაგირო მუშაობას 21 მარტს, 08:00 საათიდან განაახლებს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.