კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 14.6% სარგებლობს

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალური სტატისტიკით, კერძო კომპანიების სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 14.6% სარგებლობს.

ამის შესახებ, სამსახურის 2017 წლის მიმოხილვაშია ნათქვამი.

2017 წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული სადაზღვევო პრემიის ოდენობა 21.97 მილიონი ლარით გაიზარდა - 175,32 მლნ-დან 197,29 მლნ ლარამდე.

2017 წლის საანგარიშო პერიოდში 2016 წელთან შედარებით, ჯანმრთელობის დაზღვევაზე 1 099 პოლისით მეტია გაცემული. კერძოდ, 2017 წელს - 544 356 პოლისი იყო; 2016 წლის ამავე პერიოდში - 543 257.