ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალმა პირველად ისტორიაში აბსოლუტურ მაქსიმუმს - 21 ტრილიონ დოლარს მიაღწია.
ამერიკის ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 15 მარტის მონაცემებით, ქვეყნის სახელმწიფო ვალის ოდენობა განისაზღვრა 21 ტრილიონ 31 მილიარდ დოლარად. 20 ტრილიონიან ზღვარს კი ის ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში ასცდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის 8-წლიან პერიოდში ამერიკის სახელმწიფო ვალი გაიზარდა ორჯერ. მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი არაერთხელ გააკეთა განცხადება სახელმწიფო ვალის შემცირებაზე, თუმცა მასაც მოუწია დამატებითი ვალის აღება ქვეყნის წინაშე არსებული სხვადასხვა სოციალური საჭიროებების გამო.
მისი პრეზიდენტობის პერიოდში ამერიკის სახელმწიფო ვალი 1,1 ტრილიონის ოდენობით გაიზარდა.