ანკარა არ გამორიცხავს, თურქეთის ბაზარზე რუსული ექსპორტიორი კომპანიებისთვის შეზღუდვების დაწესებას, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ მოხსნის შეზღუდვას თურქულ პომიდვრის მწარმოებელ კომპანიებზე.
როგორც თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰატ ზაიბეჩკიმ განაცხადა, ეს იქნება საპასუხო ნაბიჯი თურქეთის მხრიდან, თუ „როსსელხოზნადზორი“ არ გააფართოვებს იმ კომპანიათა ჩამონათვალს, რომლებსაც შეუძლიათ თურქეთიდან რუსეთში პომიდვის ექსპორტი. მისი განცხადებით, ასეთ შემთხვევაში თურქეთის მხრიდანაც მოხდება სელექციური მიდგომა და ანკარა ცალკეულ რუსულ კომპანიებს აუკრძალავს თურქეთში საკუთარი ნაწარმის ექსპორტს.
მისივე განცხადებით, რუსეთის მხრიდან თურქულ ბოსტნეულსა და ხილზე აკრძალვის მოხსნის შემდეგ ანკარა ელოდა, რომ ეს მოხდებოდა სრულიად თურქულ პროდუქციაზე, თუმცა პროცესი აქამდე გაიწელა.
შეგახსენებთ, „როსსელხოზნადზორმა“ თურქულ პროდუქციაზე ემბარგო 2015 წელს რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ დააწესა, თუმცა ეს აკრძალვები ნაბიჯ-ნაბიჯ გააუქმა და უკვე 2017 წლის 1-ელ ნოემბერს ნება დართო თურქული პომიდვრის მწარმოებელ რამდენიმე კომპანიას განეხორციელებინათ იმპორტი რუსეთში, მიმდინარე წლის განმავლოაბში კი მათ ჩამონათვალს დამატებით 5 კომპანია მიემატება.
კოკა კვირკველია